„რა ცხოვრების წესითაც ცხოვრობდნენ კოლექტიური ნაცები, იმ ცხოვრების წესით აგრძელებენ ცხოვრებას და იმ ცხოვრების წესის დაბრუნებისთვის იბრძვიან“- წერს ექსპერტი ნინო ფოჩხუა „ნაციონალურ მოძრაობაში“ შავი ფულის გათეთრების სქემასთან დაკავშირებით მედიაში გავრცელებული ინფორმაციის შესახებ.
ექსპერტის თქმით, ჩარჩენილები არიან ძველ დროში, ჰგონიათ უცხოელი პატრონების ფრთის ქვეშ, ისევ იმ დაუსჯელობით ისარგებლებენ, როგორც ადრე, მაგრამ აღარ არის ის დრო, არც არასდროს დაბრუნდება და ყველას გაეცემა კანონის შესაბამისი პასუხი.
„რა ცხოვრების წესითაც ცხოვრობდნენ კოლექტიური ნაცები, იმ ცხოვრების წესით აგრძელებენ ცხოვრებას და იმ ცხოვრების წესის დაბრუნებისთვის იბრძვიან. ამიტომ აქვთ ასეთი ზიზღი და მიუღებლობა ბიძინა ივანიშვილის, მან ხომ დაუხურა სააკაშვილის კრიმინალურ ბანდას ფულის კეთების, ბიუჯეტის საკუთარ ჯიბედ გამოყენების, ტერორის და ბიზნესის წართმევის "კანტორა."
წარმოიდგინეთ ფულის სიყვარული რას არ აკეთებინებს გვარამიას და მის გუნდს. ახლა, როცა ამ ხელისუფლების პირობებში, თითოეული კაპიკი კონტროლდება, შავი ფული და ფულის გათეთრების ქეისების გამოძიება სახელმწიფოს პრიორიტეტს წარმოადგენს, გვარამია და მისი გუნდი ბედავს შავი ფულის ტრიალს და მის გათეთრებას.
ჩარჩენილები არიან ძველ დროში, ჰგონიათ უცხოელი პატრონების ფრთის ქვეშ, ისევ იმ დაუსჯელობით ისარგებლებენ, როგორც ადრე, მაგრამ აღარ არის ის დრო, არც არასდროს დაბრუნდება და ყველას გაეცემა კანონის შესაბამისი პასუხი. პასუხს მიიღებს უკვე ყველა ზღვარს გადაცილებული სალომე ზურაბიშვილიც, მისი მოღალატეობა უპასუხოდ არ დარჩება.
მხარდამჭერები კი, ვინც ამ რეციდივისტებს უჭერენ მხარს, ძალაუნებურად მათი კრიმინალური საქმეების თანამონაწილეები არიან“-წერს ნინო ფოჩხუა Facebook-ზე.