"ერთიანი ნეიტრალური საქართველოს" წევრი ლევან ნიკოლეიშვილი „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერის, გიორგი მუმლაძის მიერ გავრცელებულ ტყუილს ეხმიანება, რომლის თქმითაც, თითქოს ზუგდიდში, სცენის კონსტრუქციის დაშლისას ადამიანი გადმოვარდა და გარდაიცვალა.
როგორც ნიკოლეიშვილი აღნიშნავს, ადამიანები, რომლებიც მხარს უჭერენ "ნაციონალურ მოძრაობას", ის სექტაა რომელიც არა მხოლოდ ამართლებდა და ამართლებს წინა ხელისუფლების უამრავ დანაშაულს, არამედ ახლაც მზად არის მათთან ერთად, დეზინფორმაციიდან დაწყებული უკიდურესი სიბინძურეებით დამთავრებული დანაშაულები კვლავ ჩაიდინონ.
""ქართული ოცნების“ ზუგდიდში ამომრჩეველთან შეხვედრის შემდეგ, "კოლექტიური ნაციონალური მოძრაობა" კიდევ ერთხელ პოლიტიკურად განადგურდა. ამის შემდეგ მათმა ერთ ერთმა გამწარებულმა მედროშემ მუმლაძემ ასეთი ტყუილი იკადრა, რომ თითქოს სცენის დაშლის დროს ერთი ადამიანი დაშავდა და დაღუპა.
სწორედ ამიტომა ვაცხადებთ, ჩვენ " ერთიანი ნეიტრალური საქართველო," რომ ასეთ ადამიანებს, რომლებიც არათუ მხარს უჭერენ კრებსით ნაციონალურ მოძრაობას, არამარტო პოლიტიკური, არამედ მორალური და სამართლებრივი პასუხისმგებლობა უნდა დაეკისროთ. ეს ის სექტაა, რომელიც არა მხოლოდ ამართლებდა და ამართლებს წინა ხელისუფლების უამრავ დანაშაულს, არამედ ახლაც მზად არის მათთან ერთად, დეზინფორმაციიდან დაწყებული უკიდურესი სიბინძურეებით დამთავრებული დანაშაულები კვლავ ჩაიდინონ.
დამნაშავეებზე ხმის მიცემა დანაშაულია!" - წერს ლევან ნიკოლეიშვილი.