Victoria's Secret-ის პოდიუმზე მატილდა გვარლიანის დებიუტი შედგა. ქართველი მოდელი 15 ოქტომბერს NY-ში გამართულ შოუზე გამოვიდა.
მატილდა გვარლიანი პირველი ქართველი მოდელია, რომელმაც Victoria's Secret-ის შოუში მიიღო მონაწილეობა.
Victoria's Secret-ის შოუ წლების განმავლობაში უდიდესი პოპულარობით სარგებლობდა. თუმცა რამდენიმე წელია აღარ იმართებოდა. 2024 წელს კი ბრენდი შოუთი დაბრუნდა.