ნუთუ, მათი ამომრჩეველი დღემდე ვერ მიხვდა, მათი მხარდაჭერით რას აძლევენ ხმას? - განაცხადა ყოფილმა პოლიტპატიმარმა გიორგი ზერეკიძემ „ერთიანი ნეიტრალური საქართველოს“ ინიციატივის შეფასებისას.
„ესენი არიან კოლექტიური ფაშისტური ძალა და ამის მტკიცებულება დევს ქართულ სასამართლოებში, ის გამამტყუნებელი განაჩენები, რომლებიც არსებობს „ნაციონალური მოძრაობის“ მაღალჩინოსნების მიმართ და როდესაც მათ გაასაჩივრეს, ევროსასამართლოს არც ერთი მათგანის საჩივარი არ მიუღია განხილვაში. ნუთუ, მათი ამომრჩეველი დღემდე ვერ მიხვდა, მათი მხარდაჭერით რას აძლევენ ხმას? მოვიდნენ, თუნდაც, ჩემთან და მე ავუხსნი, რომ მათი მხარდაჭერით მხარს უჭერენ 14 წლის ბავშვის ციხეში გაშვებას, ჩემ წამებას, მამაჩემის წამებით გარდაცვალებას ციხეში და იმ ათასობით ოჯახის გაუბედურებას, რომელიც „ნაციონალური მოძრაობის“ მმართველობით გაუბედურდა. ვალდებულები ვართ. საზოგადოებას შევახსენოთ, რომ ისინი არიან მჩაგვრელი, მოძალადე რეჟიმი“, - განაცხადა გიორგი ზერეკიძემ.
„ერთიანი ნეიტრალური საქართველოს“ განცხადებით, კრებსითი „ნაცმოძრაობა“ აგრძელებს პოლიტიკური სივრცის დაბინძურებას, როდესაც „ნაცმოძრაობას“ აძლევ ხმას, შენც ქვეყნის მტერი ხარ და ყველა ჩადენილი დანაშაულის არათუ მხარდამჭერი, თანამონაწილეც კი ხდები.