მოხარული ვარ, რომ მშვიდობიან სტუდიაში შემიძლია გელაპარაკოთ, მშვიდობიან საქართველოში გესაუბროთ და იმედი მაქვს, რომ მშვიდობა შენარჩუნდება თქვენს ქვეყანაში. იმიტომ, რომ ომზე საშინელი არაფერი არ არის. ამ წუთში, როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ მშვიდობიან საქართველოში, ჩემს უკრაინაზე, ჩემი ოდესის თავზე შაჰიდები დაფრინავენ, - განაცხადა ზელენსკის პარტიის ყოფილმა წევრმა არტემ დმიტრუკმა გადაცემაში „არჩევანის პირისპირ“.
მისი თქმით, ომი მხოლოდ ფრონტის ხაზი არ არის, ის არის ფსიქოლოგიური და ფიზიკური წნეხი უკრიანის მოქალაქეებზე.
„განგაში გაისმის, ოდესის, კიევის, ხარკოვის მკვიდრები იმალებიან სარდაფებში. ისმის სროლები ჰაერსაწინააღმდეგო სისტემებისა, რომლებიც ანადგურებენ შაჰიდებს. უკვე 10 წელი მიდის უკრაინაში ომი ფაქტობრივად. 2014 წლიდან 15 ათასი ადამიანი დაიღუპა და 300 ათასი კაცი დაიჭრა. ორ წელიწად ნახევრიანი სრულმასშტაბიანი ომის პერიოდში, უკრაინაში უკრაინასა და რუსეთის მხრიდან დაიღუპა მილიონზე მეტი და დაიჭრა მილიონზე მეტი. ეს არის საერთო დანაკარგი. მოკლული და დაჭრილი მშვიდობიანი მოქალაქეების რიცხვი ასი ათასებს აღწევს. ომი არ გახლავთ მხოლოდ ფრონტი, ეს გახლავთ ფსიქოლოგიური და ფიზიკური წნეხი ჩვენს მოქალაქეებზე, ჩვენს ბავშვებზე. თითქოს 10-მა მილიონმა ადამიანმა დატოვა უკრაინა, რომელიც შესაძლებელია არასდროს დაბრუნდნენ საკუთარ სახლებში“, - განაცხადა არტემ დმიტრუკმა.