ნანა კაკაბაძე: როდესაც რეჟიმის გასამართლებაზე ვსაუბრობთ, არ იგულისხმება ის, რომ 100 ათასობით ამომრჩეველი წავა გლდანის ციხეში. ვგულისხმობთ იმას, რომ დამნაშავე რეჟიმს უნდა აეკრძალოს პოლიტიკური საქმიანობა მრავალი წლით

ნანა კაკაბაძე: როდესაც რეჟიმის გასამართლებაზე ვსაუბრობთ, არ იგულისხმება ის, რომ 100 ათასობით ამომრჩეველი წავა გლდანის ციხეში. ვგულისხმობთ იმას, რომ დამნაშავე რეჟიმს უნდა აეკრძალოს პოლიტიკური საქმიანობა მრავალი წლით

დამნაშავე რეჟიმს უნდა აეკრძალოს პოლიტიკური საქმიანობა მრავალი წლით, ის უნდა გამოცხადდეს კანონგარეშედ და ვეღარ მიიღებს მონაწილეობას არჩევნებში, - განაცხადა „ერთიანი ნეიტრალური საქართველოს” წევრმა ნანა კაკაბაძემ გადაცემაში „არჩევანის პირისპირ“.

მანვე აღნიშნა, რომ ქვეყანაში მშვიდობა მხოლოდ დანაშაულებრივი რეჟიმის გასამართლების შემდეგ დაისადგურებს.

„მე წარმოვადგენ იმ უფლებადაცვით ორგანიზაციას, რომელიც იყო ერთ-ერთი თუ არა, ერთადერთი, რომელიც 2012 წლიდან ითხოვდა რეჟიმის გასამართლებას. დღეს, როდესაც „ქართულმა ოცნებამ“ დააანონსა და თქვა, რომ საკონსტიტუციო უმრავლესობით ხელისუფლებაში მოსვლის შემთხვევაში ეს პროცესი შედგება, ჩვენი ინტერესი კიდევ უფრო გაძლიერდა. მაშინ, როდესაც ჩვენ ვამბობდით, რომ რეჟიმი უნდა გასამართლდეს, ამაში არ იგულისხმებოდა ის, რომ რეჟიმს ვინმე განსასჯელის სკამზე დასვამდა და მიუსჯიდა მრავალ წელს და მერე გლდანის ციხეში გაუშვებდა. ასევე დღეს, როცა გავაკეთეთ განცხადება და ვთქვით, რომ ყველა დამნაშავემ უნდა აგოს პასუხი, არ იგულისხმება 100 ათასობით ამომრჩეველი დაჯდება განსასჯელის სკამზე და ის წავა გლდანის ციხეში. რეჟიმის გასამართლებაზე რომ ვსაუბრობთ ვგულისხმობთ, რომ დამნაშავე რეჟიმს უნდა აეკრძალოს პოლიტიკური საქმიანობა მრავალი წლით, ის უნდა გამოცხადდეს კანონგარეშედ და ვეღარ მიიღებს მონაწილეობას არჩევნებში. როდესაც ეს ასე მოხდება, მაშინ მოიხსნება პრობლემა, ამომრჩეველი მისცემს თუ არა დანაშაულს ხმას. სანამ ეს ჯერ კიდევ აქტუალურია და არის იმის საშიშროება, რომ არასწორი არჩევანი გაკეთდეს, ჩვენი, უფლებადამცველების მოვალეობა არის ის, რომ მივაწოდოთ ინფორმაცია იმაზ, თუ რა დევს ამ განაცხადში. მართალია დღეს ჩვენი ხელისუფლების წყალობით ქვეყანაში არ არის ომი, რომელიც უკრაინაში მიმდინარეობს, ამას გადავრჩით, ამისთვის მადლობა, მაგრამ ის, რომ დღეს ჩვენს ქვეყანაში არ არის მშვიდობა, არის მუდმივ რყევაში ქვეყანა და მუდმივადაა საფრთხე იმისი, მოხდება თუ არა სახელმწიფო გადატრიალება და ხელისუფლების დამხობა, ამ სიმშვიდემ არ დაისადგურა იმიტომ, რომ ვერ მოხერხდა გარე ძალებიდან ზეწოლის გამო დამნაშავე რეჟიმის გასამართლება“, - აღნიშნა კაკაბაძემ.

მისივე თქმით, საქართველო ვერასდროს გახდება ისეთი ქვეყანა, როგორიც ყველას უნდა, თუ ქვეყანა უარს არ იტყვის იმ რეჟიმზე, რომელი რეჟიმიც დღესაც არყევს ქვეყანას და რომელსაც „კოლექტიური ნაციონალური მოძრაობა“ ჰქვია.