დაჩი ცაგურია: გვეუბნებიან, ოთხი „ნაციონალური მოძრაობა“ უნდა მოვიყვანოთ ხელისუფლებაშიო. ადამიანები, რომლებიც დღეს ვითომ განახლებული სახეებით გველაპარაკებიან, არიან ნაწილი იმ გაუგონარი სისასტიკის, რომელიც ქვეყანაში ხდებოდა

დაჩი ცაგურია: გვეუბნებიან, ოთხი „ნაციონალური მოძრაობა“ უნდა მოვიყვანოთ ხელისუფლებაშიო. ადამიანები, რომლებიც დღეს ვითომ განახლებული სახეებით გველაპარაკებიან, არიან ნაწილი იმ გაუგონარი სისასტიკის, რომელიც ქვეყანაში ხდებოდა

გვეუბნებიან, რომ ადრე რომ იყო ერთი „ნაციონალური მოძრაობა“, ახლა ოთხი „ნაციონალური მოძრაობა“ უნდა მოვიყვანოთ ხელისუფლებაშიო, - განაცხადა ყოფილმა პოლიტპატიმარმა დაჩი ცაგურიამ გადაცემაში „არჩევანის პირისპირ“.

„ხვალ გერმანიაში ფაშისტურ რეჟიმს უფლება რომ მისცენ, რომ არჩევნებში მიიღოს მონაწილეობა, ახლა - უკვე 70 წლის შემდეგ, მთელი გერმანია გაიხსენებს, როგორ ხოცავდნენ ისინი გაზის კამერებში ადამიანებს. ეს ძალიან ბუნებრივი ამბავია.

რამდენიც არ უნდა შეეცადონ, რომ ამაზე დაგვაკომპლექსონ, ვერ დაგვაკომპლექსებენ. გვეუბნებიან, რომ ადრე რომ იყო ერთი „ნაციონალური მოძრაობა“, ახლა ოთხი „ნაციონალური მოძრაობა“ უნდა მოვიყვანოთ ხელისუფლებაშიო. გვარამია ვერასოდეს ახალი ვერ იქნება, ის იქნება ძველი პროკურორი.

ადამიანები, რომლებიც დღეს ვითომ განახლებული სახეებით გველაპარაკებიან, არიან ნაწილი იმ წამების, იმ მკვლელობების, იმ გაუგონარი სისასტიკის, რომელიც ჩვენს ქვეყანაში ხდებოდა.

თუ ვინმე ოდნავ მაინც ობიექტურია, ხომ გამორიცხულია, თქვას, რომ დღეს საქართველოში ადამიანის უფლებების მდგომარეობა არის უარესი, ვიდრე იყო 2012 წელს. ბორელი იძახის, რომ თურმე, ავტორიტარიზმისკენ მივდივართ. დღეს საქართველოში, მაგალითად, სასამართლო არის გაცილებით და უპრეცედენტოდ თავისუფალი, ვიდრე 2012 წელს. გამამართლებელი განაჩენი არ არსებობდა ქვეყანაში, რაზე გველაპარაკებიან?!“, - განაცხადა დაჩი ცაგურიამ.