უკრაინაში კორუფციის პრობლემა გაუარესებულია. იარაღს ვპოულობთ შავ ბაზარზე, ვპოულობთ აფრიკის გარკვეულ კონფლიქტებშიც კი, - განაცხადა ფრანგული კვლევითი ცენტრის დირექტორმა, პოლიტიკურ მეცნიერებათა დოქტორმა ერიკ დონესემ რუსეთ-უკრაინის ომზე საუბრისას.
მისი თქმით, როდესაც საფრანგეთს აქვს უზარმაზარი ფინანსური სირთულეები, ფული, რომელსაც სესხის სახით აძლევენ უკრაინას, ეს საფრანგეთს არასდროს აუნაზღაურდება, ამიტომ ფრანგი გადასახადის გადამხდელები ხელს უწყობენ ომს, რამაც გამოიწვია დიდი ეკონომიკური კრიზისი ევროპაში.
„უკრაინაში კორუფციის პრობლემა გაუარესებულია. იარაღს ვპოულობთ შავ ბაზარზე, ვპოულობთ აფრიკის გარკვეულ კონფლიქტებშიც კი. ის, რაც ასევე არ უნდა დაგვავიწყდეს, არის ის, რომ იმ პერიოდში, როდესაც საფრანგეთს და ზოგადად ევროპულ ქვეყნებს, მაგრამ ჩვენს შემთხვევაში საფრანგეთს აქვს უზარმაზარი ფინანსური სირთულეები, ფული, რომელსაც სესხის სახით ვაძლევთ უკრაინას, მასალას, რომელსაც ვაძლევთ, ამას არ ვყიდით, ჩვენ არასდროს აგვინაზღაურდება ეს. ამიტომ ფრანგი გადასახადის გადამხდელები ხელს უწყობენ ომს, რამაც გამოიწვია დიდი ეკონომიკური კრიზისი ევროპაში“, - განაცხადა ერიკ დონესემ.