ევროპარლამენტის წევრმა უნგრეთიდან ანდრაშ ლასლომ გადაცემაში „არჩევანის პირისპირ“ ევროპარლამენტის მიერ საქართველოს თემაზე მიღებული რეზოლუცია განიხილა და აღნიშნა, რომ მოთხოვნა, საქართველო მიჰყვეს ევროკავშირის მიერ რუსეთისთვის დაწესებული სანქციების პოლიტიკას, სიგიჟეა.
„რეზოლუციას სურს, უკარნახოს საქართველოს, როგორი საგარეო პოლიტიკა უნდა აწარმოოს უკრაინის ომთან მიმართებაში, სურს, რომ საქართველო მიჰყვეს იგივე სანქციების პოლიტიკას, რაც ევროკავშირმა დაუწესა რუსეთს. ეს სიგიჟეა. საქართველო მცირე ეკონომიკაა, თუ შევადარებთ რუსეთს და ევროკავშირს და ზეგავლენა საქართველოზე კიდევ უფრო მძიმე იქნება, ვიდრე რუსეთზე და ამას აზრი ეკარგება. სანქციების პოლიტიკა, რომელიც მიიღო ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ, რას ვხედავთ, ამ სანქციებს მრავალი მესამე ქვეყნის მეშვეობით რუსეთი გვერდს უვლის. მიუხედავად იმისა, რომ ევროკავშირს სურს, დაიკავოს მაღალი მორალური დონის პოზიცია უკრაინის ომთან მიმართებაში და რუსეთთან ვაჭრობაში. რეალობა გახლავთ, რომ დასავლური ეკონომიკები საკმაოდ სერიოზულად ვაჭრობენ რუსეთთან, მაგრამ ახლა შუამავლების მეშვეობით ახორციელებენ ამას, რაც მნიშვნელოვანია ევროპული ეკონომიკებისთვის.
ასევე შიში ევროკავშირისა, რუსეთის წინააღმდეგ - ამას არ აღიარებენ და უყურებენ სხვა ქვეყნებს, რომ შეუერთდნენ ომს, შეუერთდნენ სანქციებს. ამის გაკეთებას ცდილობდნენ უნგრეთშიც, ცდილობდნენ, ჩვენზე წნეხი განეხორციელებინათ, რომ ჩვენ უკრაინის ომში ჩავრთულიყავით, იარაღი გაგვეგზავნა უკრაინისთვის, ჩვენ უარი ვთქვით ამაზე. როდესაც ქვეყანაში არის განხორციელებული შეჭრა, თქვენ თავად უნდა გადაწყვიტოთ, როგორც სუვერენულმა ქვეყანამ, როგორი დახმარება მიაწოდოთ.
ჩვენ უკრაინელებს მივაწოდეთ ჰუმანიტარული დახმარება, საწვავი, სამედიცინო დახმარება. ჩვენ ვთქვით, რომ იარაღს არ მივაწოდებდით და შესაბამისად ვიმყოფებით ძალიან სერიოზული წნეხის ქვეშ ბრიუსელი მხრიდან, რომ იარაღი გავუგზავნოთ უკრაინას, ჩვენ უარი ვთქვით ამაზე, ხალხს ამის გაკეთება არ სურს. მე ვხედავ მსგავს განზრახვას ევროპული პარლამენტის მოცემულ რეზოლუციაში, რაც ძალიან საშიშია“, - განაცხადა ლასლომ.
მან ასევე აღნიშნა, რომ რეზოლუციაში ევროპარლამენტმა ღიად განაცხადა სურვილი, ოპოზიციური პარტიები და არასამთავრობო ორგანიზაციები ხელისუფლებში მონაწილეობდნენ.
„ევროპული პარლამენტი ღიად აცხადებს ამ რეზოლუციაში, რომ სურს, ოპოზიციური პარტიები გახდნენ ხელისუფლების, მთავრობის ნაწილი, არასამთავრობოები მონაწილეობდნენ მთავრობაში. საქართველოს მოსახლეობის გადასწყვეტია, ვინ იქნება მთავრობაში.
რეზოლუციაში ნათლად არის გამოკვეთილი ტექსტი, სადაც ლაპარაკია ხელისუფლების მშვიდობიან გადაცემაზე მიუხედავად იმისა, რომ არჩევნები ჯერ არ ჩატარებულა. მიუხედავად იმისა, რომ არ ასახელებს, ვის სურს ხელისუფლების ჩაგდება, მაგრამ ხაზია გასმული, რომ ამჟამინდელი მთავრობის წასვლა სურს, რაც აბსოლუტურად მიუღებელია“, - აღნიშნა ევროპარლამენტარმა.