„ძალიან რთულ პერიოდში ტარდება არჩევნები და გასულ კვირას ევროპარლამენტის მიერ მიღებული რეზოლუცია არაფერია, თუ არა ულტიმატუმი საქართველოს წინააღმდეგ“, - განაცხადა ევროპარლამენტარმა ანდრაშ ლასლომ გადაცემაში „არჩევანის პირისპირ“.
მისი თქმით, ევროკავშირმა საქართველოს უნდა უყუროს, როგორც პოტენციურ წევრს და გამონახოს მასთან თანამშრომლობის გზები.
„რა თქმა უნდა, მესმის რატომ არიან იმედგაცრუებული საქართველოს მოქალაქეები. იმიტომ, რომ ქვეყანამ თვითონ უნდა გადაწყვიტოს საკუთარი მომავალი. ამისთვის არსებობს არჩევნები, ასე მუშაობს დემოკრატია. ევროპული პარლამენტის გადაწყვეტილება ზეგავლენას ახდენს საგარეო პოლიტიკაზე. ჩვენ უნდა ვუყუროთ საქართველოს, როგორც ევროკავშირის პოტენციურ წევრს და ვეძებოთ გზები თანამშრომლობის და ყველა მეთოდი მოვიხმოთ, რითაც დავაახლოებთ საკუთარ პოლიტიკებს. საკუთარი აზრი უნდა გაგვაჩნდეს, არა მემარცხენეების მიერ თავს მოხვეული პოლიტიკა საქართველოზე. ეს არ არის სწორი. საქართველოს მომავალი უნდა გადაწყვიტოს საქართველოს მოსახლეობამ არჩევნებზე“, - განაცხადა ანდრაშ ლასლომ.