„ქართული ოცნების“ გასვლით რეგიონულ ღონისძიებას ზუგდიდში, „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის შვილი, ცოტნე ივანიშვილიც ესწრება.
„ქართული ოცნების“ საარჩევნო კამპანიის ფარგლებში, გასვლითი რეგიონული ღონისძიებები სამეგრელო-ზემო სვანეთში გრძელდება.
შეხვედრა ამ წუთებში ქალაქ ზუგდიდში მიმდინარეობს. შეკრებილ მოსახლეობას მმართველი პარტიის ლიდერები სიტყვით მიმართავენ.