დღეს, კოლექტიური „ნაცმოძრაობის“ მხარდაჭერა ნიშნავს დანაშაულში მონაწილეობას, - განაცხადა „დღის ქრონიკაში“ „ერთიანი ნეიტრალური საქართველოს“ წევრმა, ვატო შაქარიშვილმა.
„ეს არის ძალიან მკაფიო გზავნილი ჩვენი მხრიდან თითოეული ამომრჩევლის მისამართით. ეს ნიშნავს, რომ ისინი, საკუთარი ხმის მიცემით ჩვენს ქვეყანას, ჩვენს საზოგადოებას საფრთხეს უქმნიან. ეს არის დანაშაული. ისინი სულში აფურთხებენ, შეურაცხყოფას აყენებენ და ჭრილობებს უღვივებენ იმ ადამიანებსა და ოჯახებს, რომლებიც სააკაშვილის სისხლიანმა რეჟიმმა შეიწირა“, - აღნიშნა ვატო შაქარიშვილმა.
„ერთიანი ნეიტრალური საქართველოს“ განცხადებით, კრებსითი „ნაცმოძრაობა“ აგრძელებს პოლიტიკური სივრცის დაბინძურებას, როდესაც „ნაცმოძრაობას“ აძლევ ხმას, შენც ქვეყნის მტერი ხარ და ყველა ჩადენილი დანაშაულის არათუ მხარდამჭერი, თანამონაწილეც კი ხდები.