დასრულდება ეს არჩევნები, დასრულდება ომი უკრაინაში და გადაიტვირთება ურთიერთობები ევროკავშირთან, რაც შეეხება საქართველოს და მოლდოვის შედარებას, ეს არის შეურაცხმყოფელი, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.
კობახიძის თქმით, საქართველო მოლდოვას არაერთი მიმართულებით უსწრებს წინ, მათ შორის ეკონომიკური თვალსაზრისით.
„იცით, რომ საქართველო წინ უსწრებს მოლდოვას ყველა პარამეტრით, იქნება ეს ადამიანის უფლებები, ეკონომიკა თუ სხვა. ცხრა მილიარდით გავზარდეთ ეკონომიკური კუთხით სხვაობა მოლდოვასთან, რაც არის იმის დამსახურება, რომ ჩვენ მოლდოვისგან განსხვავებით გვაქვს ძალიან ძლიერი ინსტიტუტები. რაც შეეხება დემოკრატია და ადამიანის უფლებებს, მოლდოვაში აიკრძალა პოლიტიკური პარტიები, მედიასაშულებები და დარჩა რეალურად ორი მედიასაშუალება. ეს არის საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი და მეორე არხი. აღარ არსებობს პოლიტიკური პლურალიზმი, მედიაპლურალიზმი. როცა გადარებენ ასეთ ქვეყანას და თან ნეგატიურ კონტექსტში, ეს არის თვალში ნაცრის შეწყდა. თუმცა, ეს ვერ დააზიანებს ჩვენს ქვეყანას. დასრულდება არჩევნები, დასრულდება ომი უკრაინაში და აუცილებლად გადაიტვირთება ევროკავშირთან ურთიერთობები“, – განაცხადა კობახიძემ.