გერმანიის ელჩი: ევროკავშირის წევრობა საუკეთესო იქნება საქართველოს ეკონომიკისთვის

გერმანიის ელჩი: ევროკავშირის წევრობა საუკეთესო იქნება საქართველოს ეკონომიკისთვის

ევროკავშირის წევრობა საუკეთესო იქნება საქართველოს ეკონომიკისთვის, მაგრამ საქართველომ უნდა გადაწყვიტოს, სურს თუ არა გაწევრიანება, - ამის შესახებ საქართველოში გერმანიის ელჩი, პიტერ ფიშერი პლატფორმა X-ის პირად გვერდზე წერს.

ელჩი საუბრობს დღეს არსებული ვითარების რისკებზეც.

“საქართველოში გერმანიის ეკონომიკური გაერთიანების [შეხვედრაზე] ვთქვი, რომ ევროკავშირის წევრობა საუკეთესო იქნება საქართველოს ეკონომიკისთვის, მაგრამ საქართველომ უნდა გადაწყვიტოს, სურს თუ არა გაწევრიანება. ასევე აღვნიშნე ამჟამინდელი ვითარების ეკონომიკური რისკები საქართველოსთვის: სავალუტო ბაზარი, საკრედიტო რეიტინგი, შეღავათიანი ფინანსები, პირდაპირი უცხოური ინვესტიციები, ვაჭრობა, ტურიზმი და ემიგრაცია”, - წერს ფიშერი.

მერაბ.g თქვენს დაღმავალ ეკონომიკას, თქვენს პერერასტებს, თქვენს მიგრანტებს მიხედეთ გერმანელებო: ორი მსოფლიო ომის გამჩაღებლებო, ჰიტლერის ნაშიერებო
2 კვირის უკან