საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის ეზოში, პარიზის ოლიმპიური თამაშების ჩემპიონის, გენო პეტრიაშვილის ვარსკვლავი საზეიმოდ გაიხსნა.
პეტრიაშვილთან ერთად, ასევე შესაბამისი წარწერები დაემატა ორგზის ოლიმპიური ჩემპიონის ლაშა ბექაურისა და სამგზის ოლიმპიური ჩემპიონის ლაშა ტალახაძის ვარსკვლავებს. აღსანიშნავია ისიც, რომ გენო პეტრიაშვილი ჩვენი ქვეყნის ისტორიაში პირველი მოჭიდავეა, რომელმაც ოლიმპიურ თამაშებზე სამივე სინჯის მედლის მოპოვება შეძლო.
საქართველოს ოლიმპიურმა ნაკრებმა კი პარიზის ზაფხულის თამაშებზე ასპარეზობა ისტორიული შედეგით დაასრულა. მოპოვებული 7 მედლით ჩვენი ქვეყანა 206 ქვეყანას შორის საერთო გუნდურ ჩათვლაში 24-ე ადგილი გავიდა, რაც ასევე საუკეთესო გუნდური მაჩვენებელია.