ირაკლი კირცხალია ბორელის განცხადებაზე: უცხო ჯგუფებსა და მათ მიერ ლობირებულ კოლექტიურ „ნაცმოძრაობას“, შეურაცხმყოფელი განცხადებების შემდეგ, ქართველი ხალხი 26 ოქტომბერს ღირსეულ პასუხს გასცემს

ირაკლი კირცხალია ბორელის განცხადებაზე: უცხო ჯგუფებსა და მათ მიერ ლობირებულ კოლექტიურ „ნაცმოძრაობას“, შეურაცხმყოფელი განცხადებების შემდეგ, ქართველი ხალხი 26 ოქტომბერს ღირსეულ პასუხს გასცემს

უცხო ჯგუფებსა და მათ მიერ ლობირებულ კოლექტიურ „ნაცმოძრაობას“ შეურაცხმყოფელი განცხადებების შემდეგ ქართველი ხალხი 26 ოქტომბერს ღირსეულ პასუხს გასცემს, - ასე ეხმიანება ჟოზეფ ბორელის განცხადებას ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილე ირაკლი კირცხალია.

„ლობისტების ჯგუფს, კიდევ ახალი სახელები და გვარები ემატება, რომლებიც ღიად არიან ჩართულები დესტრუქციული ოპოზიციის, კოლექტიური „ნაცმოძრაობის“ ლობიზმში, ეს იქნება ევროკავშირის წევრი ქვეყნებიდან თუ აშშ-დან“, - აღნიშნა ირაკლი კირცხალიამ.

საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა, ჟოზეფ ბორელიმ მოლდოვასა და საქართველოზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ მოლდოვასთან შედარებით, საქართველოში შავი სურათია.