„ერთიანი ნეიტრალური საქართველო“: რადიკალური ოპოზიციის თითოეულმა ამომრჩეველმა უნდა გაიზიაროს სამართლებრივი პასუხისმგებლობა, რათა შემდგომ, ამ ქვეყანაში ვეღარავინ გაბედოს ანტისახელმწიფოებრივი, გარედან მართული აგენტურის მხარდაჭერა

„ერთიანი ნეიტრალური საქართველო“: რადიკალური ოპოზიციის თითოეულმა ამომრჩეველმა უნდა გაიზიაროს სამართლებრივი პასუხისმგებლობა, რათა შემდგომ, ამ ქვეყანაში ვეღარავინ გაბედოს ანტისახელმწიფოებრივი, გარედან მართული აგენტურის მხარდაჭერა

„ნაც-მოძრაობის“ რეჟიმმა 300 000 ადამიანს გაატარა მართლმსაჯულების პოლიტიზებული და მოძალადე სისტემა. სიმბოლურია, რომ დაახლოებით ამდენივე ადამიანისგან შედგება სექტა, რომელიც წლებია აცოცხლებს დამნაშავე პოლიტიკურ ძალებს და სწორედ ამ პერსონებმა უნდა იცოდნენ, რომ მოხდება მათი მხილება და მოუწევთ სამართლებრივი ფორმით პასუხისგება, რადგან საკუთარი არჩევანით იზიარებენ და ხდებიან ყველა ზემოთ ჩამოთვლილი დანაშაულის მონაწილენი, - ვკითხულობთ საზოგადოებრივი მოძრაობა „ერთიანი ნეიტრალური საქართველოს“ მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

განცხადებაში ასევე აღნიშნულია, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ საკუთარი მხარდაჭერით აგენტურულ ძალებს უქმნის ფონს, რათა, გარე პატრონებმა გააგრძელონ მათი ლობირება და ადრე თუ გვიან ძალაუფლებაც ჩაუგდონ ხელში.

„არჩევნების შემდეგ, „ნაციონალური მოძრაობის“ ანტიკონსტიტუციურად გამოცხადებისა და მათი სამართლებრივი მსჯავრდადების პარალელურად, აუცილებლად უნდა დაიწყოს „კოლექტიური ნაცმოძრაობის“ ამომრჩეველთა მხილება და გასამართლება. რადიკალური ოპოზიციის თითოეულმა ამომრჩეველმა უნდა გაიზიაროს სამართლებრივი პასუხისმგებლობა, რათა შემდგომ, ამ ქვეყანაში ვეღარავინ გაბედოს ანტისახელმწიფოებრივი, გარედან მართული აგენტურის მხარდაჭერა და მორიგ დანაშაულთა ჩადენის შესაძლებლობის მიცემა. კარგად უნდა გავიაზროთ, რომ თითოეულ ადამიანს, რომელიც ხმას აძლევს „კოლექტიურ ნაცმოძრაობას“, არანაკლები სამართლებრივი, პოლიტიკური და მორალური პასუხისმგებლობა ეკისრება! დამნაშავეებზე ხმის მიცემა დანაშაულია!“ - აღნიშნულია „ერთიანი ნეიტრალური საქართველოს“ განცხადებაში.