აშშ დონალდ ტრამპის წინააღმდეგ ირანის მუქარას წლებია თვალს ადევნებს, თუ ირანი ჩვენს რომელიმე მოქალაქეს თავს დაესხმება, მაშინ იგი სერიოზული შედეგების წინაშე აღმოჩნდება, - ამის შესახებ თეთრი სახლის ეროვნული უშიშროების საბჭოს სპიკერმა, შონ სავეტმა განაცხადა.
თეთრი სახლის ეროვნული უშიშროების საბჭოს სპიკერის თქმით, აშშ ყოფილი პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის წინააღმდეგ ირანის მუქარას წლებია, რაც თვალს ყურადღებით ადევნებს.
„მიგვაჩნია, რომ ეს ეროვნული უსაფრთხოების საკითხია, რომელიც უმაღლეს პრიორიტეტს წარმოადგენს და ჩვენ ირანს ამ თავხედური მუქარისთვის მკაცრად ვგმობთ. თუ ირანი ჩვენს რომელიმე მოქალაქეს თავს დაესხმება, მათ შორის მათ, ვინც აშშ-ს ემსახურება ან ადრე მსახურობდა, ირანი სერიოზული შედეგების წინაშე აღმოჩნდება“, - განაცხადა თეთრი სახლის ეროვნული უშიშროების საბჭოს სპიკერმა, შონ სავეტმა.