"ქართული ოცნება- დემოკრატიული საქართველოს" ბათუმისა და ხელვაჩაურის დელეგატმა აჩიკო ბერიძემ, წინასაარჩევნო შეხვედრა ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ზანაქიძეებში გამართა.
შეხვედრაზე დელეგატმა ისაუბრა 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების მნიშვნელობაზე, მოქალაქეებს გააცნო „ქართული ოცნების“ სახელისუფლებო გუნდის ამოცანები და მიზნები, დელეგატმა მოისმინა ამომრჩევლის საჭიროებები და მათი მოგვარებას დაჰპირდა.
„მჯერა, 26 ოქტომბერს მათი მხარდაჭერით გავიმარჯვებთ და ერთად გავაგრძელებთ ქვეყნის მშვიდობიან განვითარებას,“- განაცხადა აჩიკო ბერიძემ.