უკვე 12 წელია აგრესიული უმცირესობა ყველა დაუშვებელ ფორმას იყენებს იმისათვის, რათა გაბატონდეს ჩვენი ქვეყნის ჯანსაღ უმრავლესობაზე, - აღნიშნულია „ერთიანი ნეიტრალური საქართველოს“ განცხადებაში.
აქვე ვკითხულობთ, რომ ფსევდოლიბერალიზმმა საქართველოში არნახულ მასშტაბებს მიაღწია, რასაც ქვეყნის ჯანსაღი უმრავლესობა ჯერჯერობით გონივრული მოთმინებით უყურებს, თუმცა, ასე გაგრძელება აღარ შეიძლება.
ფსევდოლიბერალიზმმა საქართველოში არნახულ მასშტაბებს მიაღწია, რაც ძალიან სახიფათო მოვლენაა და რამაც ნებისმიერ დროს შესაძლოა იმდენად მძლავრი უკურეაქცია გამოიწვიოს, რომ ადამიანებმა თავად გადაწყვიტონ საკუთარი თავის დაცვა, თუნდაც ყველაზე მკაცრი ფორმებით.
ფაქტია, რომ ჩვენი ქვეყნის ჯანსაღი უმრავლესობა ჯერჯერობით გონივრული მოთმინებით უყურებს ქვეყანაში ფსევდოლიბერალური უმცირესობის მიერ მოწყობილ ვერბალურ ტერორს და მათი პოლიტიკოსი ლიდერების მუდმივ მცდელობას, ძალაუფლება ისევ მიიტაცონ, მაგრამ ასე გაგრძელება აღარ შეიძლება. ფსევდოლიბერალიზმის პირობებში, დამნაშავე რეჟიმის დაუსჯელობის სინდრომმა შესაძლოა ნებისმიერი ტრაგედია კრებსითი ნაცმოძრაობისთვის ხელისუფლების დამხობის იარაღად აქციოს.“ - აღნიშნულია განცხადებაში.