ნინო ლომჯარიას წუხილს, ქართველი საზოგადოების მხრიდან ქვეყნის სიყვარულთან დაკავშირებით, მმართველ გუნდში ეხმაურებიან. ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველი მოადგილე არჩილ გორდულაძე აცხადებს, რომ ლომჯარია და მისი თანამოაზრეები ამგვარი განცხადებებით საკუთარი თავისა და რეალური ინტერესების თვითლუსტრაციას ახდენენ.
„ადამიანს გული სტკივა, რომ ქართველებს გვიყვარს ჩვენი ქვეყანა. ადამიანს არ უყვარს ჩვენი გუნდი და ეროვნული ნაკრების წინააღმდეგ განცხადება აქვს გაკეთებული. ადამიანს უნდა, რომ ჩვენს ქვეყანაში ბომბების წვიმა იყოს და ეს არის ძალიან სამწუხარო შემთხვევა, როდესაც ადამიანი თავის თავს გამოავლენს, როგორც სხვა ქვეყნის დავალების შემსრულებლად და ასეთი არის ბედი აგენტურისა, რომელსაც უწევს ისეთი განცხადებების გაკეთება, რომლებიც ჩვენი ქვეყნისა და ქართველი ხალხის ინტერესების საწინააღმდეგოა“, - განაცხადა გორდულაძემ.