საქართველოს ისტორია მეტყველებს იმაზე, რომ მიუხედავად მრავალი შეცდომისა და განსაცდელისა, ჩვენი ერი ცდილობდა საღმრთო გზით ევლო და ამიტომ მოხდა ჩვენი გადარჩენა. ღმერთი გვეწეოდა ამ გზაზე და გვინათებდა მას მოწყალებით და დიდი სასწაულებით, - განაცხადა ქადაგებისას საპატრიარქოს ტახტის მოსაყდრემ, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტმა შიომ (მუჯირი) სვეტიცხოვლობის დღესასწაულზე ქადაგებისას.
„ამ ნიშანთა და სასწაულთა შორის გამორჩეულია წმინდა საუფლო კვართის ჩამოტანა მცხეთაში და ამ წმინდა ადგილზე მისი დავანება. წმინდა საუფლო კვართის და სვეტიცხოვლის მადლი, წმინდათა მოციქულთა სწორთა, მეფე მირიანის და დედოფალ ნანას ლოცვით დაიფაროს, გადაარჩინოს, გაამთლიანოს და გააძლიეროს სრულიად საქართველო, ამინ“, - განაცხადა მეუფე შიომ ქადაგებისას.