ჩვენთვის არის მთავარი ერთი რამ - როგორც კი დასრულდება უკრაინაში ომი და ვფიქრობთ, ეს იქნება აუცილებლად მომავალ წელს, გადაიტვირთება ურთიერთობები როგორც ევროკავშირთან, ისე ამერიკის შეერთებულ შტატებთან, შესაბამისად, აღარავის ემახსოვრება ასეთი უსამართლო რეზოლუციები, - ამის შესახებ მთავრობის მეთაურმა ჟურნალისტებს განუცხადა.
მისივე თქმით, როგორც კი დასრულდება უკრაინაში ომი, მაშინვე იქნება შემხვედრი ნაბიჯები, როგორც ევროკავშირის სტრუქტურებისგან, ისე აშშ-სგან.
„აუცილებლად უნდა გადაიტვირთოს საქართველო-ევროკავშირის და საქართველო-აშშ-ის ურთიერთობები და მე მგონია, რომ როგორც კი დასრულდება უკრაინაში ომი, მაშინვე ვიხილავთ შემხვედრ ნაბიჯებს როგორც ევროკავშირის სტრუქტურებისგან, ისე აშშ-სგან,"- განაცხადა პრემიერმა.