ნინო ლომჯარია: სამწუხაროდ, ჩვენთვის ყველაზე საყვარელი ჩვენი ქვეყანა არის, ქართველები ვართ ასეთები, რომ სამყაროს ცენტრი არის ჩვენთვის საქართველო და გვგონია, მთელი მსოფლიო პოლიტიკა ჩვენი ქვეყნის გარშემო ტრიალებს და ასე არ არის

ნინო ლომჯარია: სამწუხაროდ, ჩვენთვის ყველაზე საყვარელი ჩვენი ქვეყანა არის, ქართველები ვართ ასეთები, რომ სამყაროს ცენტრი არის ჩვენთვის საქართველო და გვგონია, მთელი მსოფლიო პოლიტიკა ჩვენი ქვეყნის გარშემო ტრიალებს და ასე არ არის

სამწუხაროდ, ჩვენთვის ყველაზე მნიშვნელოვანი და ყველაზე საყვარელი ჩვენი ქვეყანა არის, ქართველები ვართ ასეთები, რომ სამყაროს ცენტრი არის ჩვენთვის საქართველო და გვგონია, მთელი მსოფლიო პოლიტიკა ჩვენი ქვეყნის გარშემო ტრიალებს და ასე არ არის, - განაცხადა ყოფილმა სახალხო დამცველმა, პლატფორმის - „საქართველოს ევროპული ორბიტა“ დამფუძნებელმა, ნინო ლომჯარიამ „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „პოლიტ-ქალაქი“.

ნინო ლომჯარია დასავლეთთან ურთიერთობაზე საუბრობს და აღნიშნავს, რომ ევროკავშირი და დასავლეთი რუსეთს არ ჰგავს. მისი თქმით, თუ მასთან არ გინდა, ის არ მოვა და არ შეგეხვეწება.

„ევროკავშირი და დასავლეთი არ არის რუსეთი. არსებითი განსხვავებაა, შენ თუ მასთან არ გინდა, ევროკავშირი არ მოვა და არ დაგიპყრობს, არც შეგეხვეწება. ამერიკის შეერთებულ შტატებსაც ასეთი პოლიტიკა აქვს, იმ ქვეყნებშიც კი სადაც იომა, სადაც ასობით მილიარდი დახარჯა, როცა ხედავს, რომ იქ არ უნდათ მათი ყოფნა, გადიან უბრალოდ და შესაბამისად, მათი პოლიტიკა არ არის ის, რომ ძალით მოგახვიონ თავს მათი მხარდაჭერა, დახმარება და მათი გვერდში დგომა.

მას ასეთი პოლიტიკა აქვს მსოფლიოში. ამერიკა არის დემოკრატიის, როგორც მმართველობის ფორმის გამავრცელებელი და დემოკრატიული ღირებულებების მხარდამჭერი და მით უმეტეს, განსაკუთრებით რუსეთის აგრესიის შემდეგ უკრაინაში, მას აქვს პოლიტიკა, რომ ის, ვინც მხარს უჭერს რუსულ აგრესიას, აფინანსებს მას, მთელი მსოფლიოს მასშტაბით ადამიანის უფლებების უხეშ დარღვევაში არის ჩართული, ის ასანქცირებს“,-განაცხადა ნინო ლომჯარიამ.

მერაბ.g ნაბოზარი! შენი ეროვნული გუნდი რომ წააგებს, გიხარია და მეტოქეს მოგებას ულოცავ, არარაობა ხარ!
2 კვირის უკან