დღეს მატჩის დღეა - საქართველოს საფეხბურთო ნაკრები ალბანეთს თბილისში დაუპირისპირდება. შეხვედრა "მიხეილ მესხის არენაზე" საღამოს 20:00 საათზე დაიწყება.
უკრაინასთან მარცხის მიუხედავად, 3 ტურის შემდეგ, საქართველოს ნაკრები 6 ქულით ჯგუფში ისევ პირველ ადგილზეა და ჩეხებს დამატებითი მაჩვენებლებით უსწრებს. დისკვალიფიკაციის გამო, შეხვედრას გიორგი ქოჩორაშვილი გამოტოვებს.