ისრაელის სამხედრო ბაზაზე „ჰეზბოლას“ უპილოტო აპარატებით თავდასხმას ისრაელის არმიის ოთხი სამხედრო ემსხვერპლა.
ისრაელის თავდაცვის ძალების ინფორმაციით, თავდასხმა გოლანის ბაზაზე მოხდა.
ისრაელის მედია წერს, რომ თავდასხმის შედეგად დაშვებული 41 ჯარისკაცი ისევ საავადმყოფოებში რჩება, მათ შორის რვა სამხედრო მოსამსახურის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა.
საერთო ჯამში, „ჰეზბოლას“ თავდასხმის შედეგად ისრაელის არმიის 58 ჯარისკაცი დაშავდა.
გოლანის ბაზაზე თავდასხმის შემდეგ ადგილზე ჩავიდნენ ისრაელის თავდაცვის მინისტრი იოავ გალანტი და ისრაელის არმიის გენშტაბის უფროსი ჰერცი ჰალევი.