აჩიკო ბერიძე: მჯერა, 26 ოქტომბერს ერთად გავიმარჯვებთ ჩვენი ქვეყნის მშვიდობისა და წარმატებისთვის

აჩიკო ბერიძე: მჯერა, 26 ოქტომბერს ერთად გავიმარჯვებთ ჩვენი ქვეყნის მშვიდობისა და წარმატებისთვის

„ქართული ოცნება- დემოკრატიული საქართველოს“ ბათუმისა და ხელვაჩაურის დელეგატობის კანდიდატი აჩიკო ბერიძე, ლერმონტოვის ქუჩის მცხოვრებლებს კარდაკარის პრინციპით შეხვდა, - ინფორმაციას „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო ავრცელებს“.

მათივე ცნობით, ინდივიდუალური შეხვედრის ფარგლებში მოსახლეობა გაეცნო „ქართული ოცნების“ გუნდის სამომავლო გეგმებს, დელეგატმა მოქალაქეებთან ისაუბრა მოახლოებულ საპარლამენტო არჩევნებსა და მის მნიშვნელობაზე ქვეყნის განვითარებაში.

„მჯერა, 26 ოქტომბერს ერთად გავიმარჯვებთ ჩვენი ქვეყნის მშვიდობისა და წარმატებისთვის“, - განაცხადა აჩიკო ბერიძემ.