როგორც უნდა, ისეთი რეიტინგები წეროს „მთავარმა არხმა“, ჩემს ხაბეს არ გამოაპარონ, - განაცხადა რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ირაკლი ზარქუამ „ქრონიკასთან“.
„იციან რა, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ წარსულია და ერთმანეთს არ აძლევენ ხმას ოჯახის წევრები, რადგან სამარცხვინოა მათი მხარდაჭერა, წინა პლანზე გამოიყვანეს შემდეგ აგენტურული ქსელი - ხაზარაძე და გახარია. დამთავრებულია ამათი თემა. როგორც უნდა, ისეთი რეიტინგები წეროს „მთავარმა არხმა“, ჩემს „ხაბეს“ არ გამოაპარონ. მთავარი ეგ არის, „ხაბეს“ უთხრან“, - აღნიშნა ზარქუამ.
„მთავარმა არხმა“ გამოაქვეყნა „სავანტას“ კვლევის შედეგები, რომელზეც, „ქრონიკამ“ გაავრცელა ინფორმაცია, რომ მიღებულ მონაცემებზე საჭირო გახდა უხეში მანიპულაცია. ეს ყველაფერი კი იმისთვის, რომ პირველი ადგილი გვარამიას პარტიისთვის მიენიჭებინათ.
კვლევაში გვარამიას პარტიას 18% დაუწერეს, „ნაციონალურ მოძრაობას“ - 14%, გახარიას - 10%, ხაზარაძის პარტიას - 8% და „ქართულ ოცნებას“ - 38%.