გიორგი ვაშაძე: არ ვიცი, რას, ვის გულისხმობს ტექნიკურ მთავრობაში პრეზიდენტი, ეს ნამდვილად არ წერია ქარტიაში, მაგრამ დავილაპარაკებთ

გიორგი ვაშაძე: არ ვიცი, რას, ვის გულისხმობს ტექნიკურ მთავრობაში პრეზიდენტი, ეს ნამდვილად არ წერია ქარტიაში, მაგრამ დავილაპარაკებთ

არ ვიცი, რას და ვის გულისხმობს ტექნიკურ მთავრობაში პრეზიდენტი, ეს ნამდვილად არ წერია ქარტიაში, მაგრამ დავილაპარაკებთ, – ამის შესახებ „ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ განაცხადა.

„არ ვიცი, მისი პოზიციაა. არ ვიცი, რას გულისხმობს, ვის გულისხმობს ტექნიკურ მთავრობაში, ამიტომ ეს ნამდვილად არ წერია ქარტიაში, მაგრამ დავილაპარაკებთ. ჩვენ ვფიქრობთ, რომ ახლა იმდენად მცირე დროა არჩევნებამდე დარჩენილი შეიძლება სჯობდეს, რათა არჩევნების შემდგომ სწრაფად ჩამოყალიბდება კოალიციური მთავრობა. ჩვენ, ოპოზიციურ პარტიებს ძალიან მალე შეგვიძლია, მივაღწიოთ შეთანხმებას ქვეყნის სწორ მართვასთან დაკავშირებით“, – განაცხადა ვაშაძემ.

ამასთან, როგორც ვაშაძემ აღნიშნა, „ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობა“ ქარტიის ერთგულია.

„ჩვენ ქარტიის ერთგული ვართ, შევასრულებთ აბსოლუტურად ყველა პირობას. დანარჩენი ნამდვილად არ ვიცი, კონკრეტული კანდიდატების სახელი და გვარები. დავსხდებით, გუნდურად ყველა საკითხს გავივლით, გაცნობებთ პოზიციას“, – აღნიშნა ვაშაძემ.

საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ ტექნიკურ მთავრობას არჩევნებამდე დაასახელებს და ის იქნება მხოლოდ და მხოლოდ პასუხისმგებელი იმაზე, რომ აღმასრულებელის მხრიდან შეასრულოს, რაც წერია ქარტიაში. ამასთან, როგორც მან აღნიშნა, დროა, ქარტიაზე ხელმომწერმა ოთხმა პარტიამ მიიღოს გადაწყვეტილება, რამდენად არიან ბოლომდე ქარტიის სულისკვეთებისა და მისი ყოველივე სიტყვის ერთგულნი.