ბატონებო, ემიგრაციის იმედი ტყუილად გაქვთ და არა მარტო - სამშობლოში ვერანაირ წარმატებას ვერ მიაღწევთ, - განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ვიქტორ ჯაფარიძემ რადიკალური ოპოზიციის მისამართით.
დეპუტატი ბარსელონაში „ქართული ოცნების“ მხარდამჭერთა კლუბის გახსნას დაესწრო.
„თავად ხედავთ, როგორი მოტივირებული ადამიანები არიან [ემიგრანტები] ყველა თაობის ადამიანი ბრძანდება და შესანიშნავად ფლობენ ინფორმაციას, რა ხდება საქართველოში. შესანიშნავად იციან მშვიდობის, ოჯახური ღირებულებების, ლგბტ პროპაგანდის აკრძალვის ფასი. ბატონებო, ემიგრაციის იმედი ტყუილად გაქვთ და არა მარტო - სამშობლოში ვერანაირ წარმატებას ვერ მიაღწევთ, რამეთუ მოსახლეობამ შესანიშნავად იცის საქართველოშიც და ემიგრაციაშიც თქვენი გავლილი გზა და ის შეურაცხყოფა, რაც ჩვენს სამშობლოს მიაყენეთ“, - აღნიშნა ჯაფარიძემ.
„ქართული ოცნების“ მხარდამჭერთა კლუბი ამჯერად ბარსელონაში გაიხსნა.