რაღაც ავტობუსს იქირავებენ, დადიან პიკნიკებზე, ერთმანეთს ესაუბრებიან და ქმნიან სურათს, თითქოს საზოგადოებას ხვდებიან, - განაცხადა გადაცემა „ქრონიკაში“ საპარლამენტო ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილე ირაკლი კირცხალიამ რადიკალურ ოპოზიციასთან დაკავშირებით.
მისივე თქმით, „ეს ჯგუფები, ადამიანები, დანაყოფები პირდაპირ არიან მიბმული თავიანთ პატრონებზე უცხოეთში“.
„ვერცერთ სოფელში, ვერცერთ რაიონში, ამას ვერ დამისახელებთ, რომ ესენი აქ ველზე მუშაობდნენ. არსებობს საჯარო წყაროები, არსებობს, შეკრებები და დამერწმუნეთ, ვინ როგორ მოძრაობს, ვის როგორი წინასაარჩევნო კამპანია აქვს, ეს 26 ოქტომბერს გამოჩნდება. ეს ჯგუფები, ადამიანები, დანაყოფები არიან პირდაპირ მიბმული თავიანთ პატრონებზე უცხოეთში და მათ განცხადებებზე“, - აღნიშნა ირაკლი კირცხალიამ.