გიორგი გამსახურდია სოციალურ ქსელში ეხმაურება პრეზიდენტ ზურაბიშვილის განცხადებას იმის თაობაზე, რომ იგი არჩევნებამდე ე.წ. ტექნიკურ მთავრობას წარადგენს.
„ყველა დროში და ყველა ჟამს, პუტჩის მოსურნე და პუტჩისტების მხარდამჭერი რატომ არის ეს ქალი?
რას ნიშნავს ტექნიკური მთავრობა, ყველასათვის მისახვედრია ალბათ.
არ ემზადება ეს ხალხი არჩევნებისათვის, ეს ხალხი ემზადება არეულობა და რადიკალიზაციისათვის. ყველა განზომილებაში ამორალური ხარ და სამარცხვინო", - წერს გიორგი გამსახურდია.