გიორგი ვოლსკი: მთავარია, პოლარიზება არ გადაიზარდოს იმ სცენარში, რომელსაც რადიკალური ოპოზიცია დიდი ხანია, გეგმავს

გიორგი ვოლსკი: მთავარია, პოლარიზება არ გადაიზარდოს იმ სცენარში, რომელსაც რადიკალური ოპოზიცია დიდი ხანია, გეგმავს

მთავარია პოლარიზება არ გადაიზარდოს იმ სცენარში, რომელსაც რადიკალური ოპოზიცია დიდი ხანია გეგმავს. სიტყვა რადიკალური ოპოზიცია გაცვდა და ვფიქრობ, ეს არის არა რადიკალური ოპოზიცია, არამედ შეთქმულთა ჯგუფი საქართველოს ინტერესების წინააღმდეგ, - განაცხადა „დღის ქრონიკაში“ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა გიორგი ვოლსკიმ.

„საზოგადოება ხედავს, რომ დესტრუქცია, საბოტაჟი არის თემა, რომელიც სამწუხაროდ საქართველოს პოლიტიკურ სივრცეში ყოველთვის დღის წესრიგში იდგა“, - აღნიშნა გიორგი ვოლსკიმ.

გიორგი ვოლსკი ეუთო/ოდირის შუალედურ დასკვნას გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ შეფასებები საკმაოდ პოზიტიურია.

11 ოქტომბერს, „ქართული ოცნების“ გორგასლის ოფისში, საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, არჩილ გორდულაძემ ბრიფინგი გამართა, რომელზეც ეუთო/ოდირის სადამკვირვებლო მისიის მიერ 26 ოქტომბერს დაგეგმილ საპარლამენტო არჩევნების შუალედურ ანგარიშზე ისაუბრა.