საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილთან და პირველ ვიცე-პრემიერთან, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრ ლევან დავითაშვილთან ერთად გურჯაანის ღვინის ფესტივალზე იმყოფებოდა.
მთავრობის მეთაური ესტუმრა მეწარმეთა და მეღვინეთა სივრცეებს, "აისის" პროფესიული სასწავლებლისა და მეწარმეების ხელნაკეთი ნივთების სტენდს გაეცნო, ასევე დაათვალიერა "საქპატენტის" გამოფენა ადგილწარმოშობის დასახელებისა და გეოგრაფიული აღნიშვნის რეგისტრაციასთან, დაცვასთან და გამოყენებასთან დაკავშირებით და მოსახლეობას გაესაუბრა.
გურჯაანის ღვინის ფესტივალის ფარგლებში ირაკლი კობახიძე დაესწრო სომელიეთა შოუს, სადაც გაიმართა ღვინის დეგუსტაცია, ასევე მონაწილეობა მიიღო ჩურჩხელის ამოვლებაში.
გურჯაანის ღვინის ფესტივალი მრავალფეროვანი საკონცერტო პროგრამით დასრულდება.