ირაკლი რუხაძე: ულამაზესია გურჯაანი. ყველას დიდი მადლობა, ვინც აქ მოვიდა - ერთმანეთს ვაძლევთ იმ მუხტს, რომელიც ახლა მე მაქვს

ირაკლი რუხაძე: ულამაზესია გურჯაანი. ყველას დიდი მადლობა, ვინც აქ მოვიდა - ერთმანეთს ვაძლევთ იმ მუხტს, რომელიც ახლა მე მაქვს

პირველად ვიყავი ახალ გზაზე - რა სწრაფად ჩამოვედით და წარმოვიდგინე, რა იქნება, როდესაც ეს გზა რამდენიმე წელიწადში დასრულდება! როგორი ადვილი ჩამოსასვლელი იქნება თბილისიდან ჩვენთვის, ყველასთვის, ჩვენი სტუმრებისთვის, - განაცხადა ტელეკომპანია „იმედის“ მფლობელმა, ირაკლი რუხაძემ გურჯაანში, სადაც ღვინის ფესტივალი მიმდინარეობს.

„გენიალურია! ფანტასტიკური მუსიკა, გემრიელი საჭმელები, უამრავი სხვადასხვა ღვინო, ჭაჭა, ხალხი, ძალიან კარგი ამინდი და ულამაზესი გურჯაანი. ყველას დიდი მადლობა, ვინც დღეს აქ მოვიდა, რადგან ერთმანეთს ვაძლევთ იმ მუხტს, რომელიც ახლა მე მაქვს“, - აღნიშნა რუხაძემ.

გურჯაანში ღვინის ფესტივალი მიმდინარეობს. მასში 400-ზე მეტი ღვინის კომპანია და მარანი მონაწილეობს, რომელთაც სხვადასხვა დასახელების ღვინო, ჭაჭა და სხვა ალკოჰოლიანი სასმელი წარმოადგინეს. ფესტივალს პრემიერ-მინისტრი, საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლები ესწრებიან.