ეს არის „ნაციონალური მოძრაობის“ პროექტი ქართველი საზოგადოებისთვის თვალის ასახვევად, - განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა გიორგი გახარიას პარტიაზე საუბრისას.
მისი თქმით, გახარიას პარტიის საარჩევნო სიაში „ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლების ყოფილი წარმომადგენლები არიან.
„როდესაც შენი საარჩევნო სია დაკომპლექტებული გაქვს „ნაციონალური მოძრაობის“ წამყვანი კადრებით, როდესაც შეკრული გაქვს კოალიცია საკრებულოებში „ნაციონალურ მოძრაობასთან“ და შენი დაპირებაა, რომ შექმნი კოალიციურ მთავრობას „ნაციონალურ მოძრაობასთან“ ერთად, გასაგებია, რომ თუ კი ვინმეს რაიმე ეჭვი ჰქონდა გახარიასთან დაკავშირებით, სასწრაფოდ უნდა გაეცალოს ამ მდგომარეობას“, - აღნიშნა შალვა პაპუაშვილმა.
ახლა რომ იძახით ათას სისულელეს - კოკაინშიკია, ხაზარაძეს უერთდება, შალელაშვილს სვამს სიაში ... უცხოელებს გადავუხადეთ ხარკი და მათი აგენტი გახარია პრემიერად დავნიშნეთ ... ნაცების პროექტია ... თუ ტვინი შემოგრჩათ დაფიქრდით : 2020 წლის შემოდგომაზე ქვეყანა რომ ინგრეოდა ცალკე მეცოცხეების არაკაცობით, ცალკე კი თქვენი უჭკუობი /მელია შტურმით რომ დაიჭირეთ და მერე გაგაშვებინეს/ ერთი რომ ეთქვა გახარიას არცევნები გაყალბდაო, ხომ ყოფა გქონდათ ნატირები? რატომ არ თქვა, ნაცების პროექტი თუ იყო? თქვენ იმდებილი ბავშვივით ხართ ერთსა და იმავე სისულელეს რომ იმეორებს - ვინც ჩვენს წინააღმდეგაა, ყველა ნაცია :)) დაგცინით ხალხი!