ნინო ფოჩხუა IPSOS-ის კვლევაზე: დღე არ გავა საქართველოს შესახებ კვლევებში წინსვლასა და წარმატებაზე არ იყოს საუბარი-ეს არის ის დადებითი შედეგი, რასაც ახორციელებს ხელისუფლება მართლმსაჯულების გასაუმჯობესებლად

ნინო ფოჩხუა IPSOS-ის კვლევაზე: დღე არ გავა საქართველოს შესახებ კვლევებში წინსვლასა და წარმატებაზე არ იყოს საუბარი-ეს არის ის დადებითი შედეგი, რასაც ახორციელებს ხელისუფლება მართლმსაჯულების გასაუმჯობესებლად

ექსპერტი ნინო ფოჩხუა  ფრანგული კომპანია IPSOS-ის მიერ მართლმსაჯულების სისტემის შესახებ ჩატარებულ კვლევას ეხმიანება.

ფოჩხუა წერს, რონ როგორც კვლევის ავტორი აღნიშნავს მოსამართლეები დამოუკიდებლები არიან მთავრობისგან, ეს მონაცემები კი გაზრდილია 2018 წელთან შედარებით, როცა პირველად ჩატარდა IPSOS-ის კვლევა.

მისივე თქმით, ეს არის ის დადებითი შედეგი, რასაც ახორციელებს ხელისუფლება მართლმსაჯულების გასაუმჯობესებლად.

“დღე არ გავა საქართველოს შესახებ კვლევებში მის წინსვლასა და წარმატებაზე არ იყოს საუბარი. ახლაც ფრანგულმა კომპანია IPSOS-მა, რომელიც მაღალი ნდობით სარგებლობს, გამოაქვეყნა კვლევა, სადაც გამოკითხულთა 61%-ის შეფასებით, მართლმსაჯულების სისტემა დამოუკიდებლობის თვალსაზრისით, არის ძალიან კარგი. როგორც კვლევის ავტორი აღნიშნავს მოსამართლეები დამოუკიდებლები არიან მთავრობისგან, ეს მონაცემები კი გაზრდილია 2018 წელთან შედარებით, როცა პირველად ჩატარდა IPSOS-ის კვლევა. ეს არის ის დადებითი შედეგი, რასაც ახორციელებს ხელისუფლება მართლმსაჯულების გასაუმჯობესებლად”- წერს ნინო ფოჩხუა სოციალურ ქსელში.