ირაკლი კობახიძე რადიკალურ ოპოზიციაზე: ერთადერთი მიზანი, რაც ამოძრავებთ მათ პატრონებს, არის ის, რომ უნდათ, ძალაუფლება დაუბრუნონ კოლექტიურ „ნაცმოძრაობას“, იმისათვის, რომ მათ კიდევ ერთხელ, მორიგ ჯერზე გახვიონ ქვეყანა ომში

ირაკლი კობახიძე რადიკალურ ოპოზიციაზე: ერთადერთი მიზანი, რაც ამოძრავებთ მათ პატრონებს, არის ის, რომ უნდათ, ძალაუფლება დაუბრუნონ კოლექტიურ „ნაცმოძრაობას“, იმისათვის, რომ მათ კიდევ ერთხელ, მორიგ ჯერზე გახვიონ ქვეყანა ომში

ერთადერთი მიზანი, რაც ამოძრავებთ მათ პატრონებს, არის ის, რომ უნდათ, ძალაუფლება დაუბრუნონ კოლექტიურ „ნაცმოძრაობას“, იმისათვის, რომ მათ კიდევ ერთხელ, მორიგ ჯერზე გახვიონ ქვეყანა ომში, - განაცხადა „ქართული ოცნების “ საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელმა, პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ.

„საზოგადოებამ უნდა გააკეთოს არჩევანი იმ ობიექტური რეალობის გათვალისწინებით, რაც არის ჩვენს ქვეყანაში, ჩვენი ქვეყნის გარშემო. შემიძლია, გავიმეორო ის, რაც არაერთხელ გვითქვამს, თეორიულად რომ დავუშვათ რადიკალური ოპოზიციის გამარჯვება, პიარულადაც კი არ შეფუთავენ, ერთ კვირაში გააჩაღებენ ომს ამ ქვეყანაში, საპარლამენტო პირველი სხდომიდან ერთ კვირაში გააჩაღებენ ომს ყოველგვარი პიარული შეფუთვის გარეშე. აქედან გამომდინარე, ეს არჩევანი და ეს სარეფერენდუმო საკითხი არის სრულიად ლეგიტიმური.

სინამდვილეში, ეს არის მთავარი საკითხი. მთავარი მიზეზი, რატომაც პატრონები გარედან ცდილობენ, ხელისუფლებაში დააბრუნონ კოლექტიური „ნაცმოძრაობა“ არის სწორედ ის, რომ ისინი გაბრაზებული არიან „ქართულ ოცნებაზე“ ომის არგაჩაღების, მეორე ფრონტის არგახსნის გამო. ერთადერთი მიზანი, რაც ამოძრავებთ მათ პატრონებს, არის ის, რომ უნდათ, ძალაუფლება დაუბრუნონ კოლექტიურ „ნაცმოძრაობას“, იმისათვის, რომ მათ კიდევ ერთხელ, მორიგ ჯერზე გახვიონ ქვეყანა ომში. ამიტომ, ეს სარეფერენდუმო საკითხი ომთან და მშვიდობასთან დაკავშირებით, არის მთავარი საკითხი, რაც უნდა გადაწყდეს 26 ოქტომბრის არჩევნებზე“, – განაცხადა კობახიძემ.