ერის შეურაცხყოფაა, როცა შენი შვილი უარგყოფს და საკუთარ წარმომავლობას მალავს, სომხებთან საუკუნეების განმავლობაში ძმური ურთიერთობა გვაკავშირებს, ეს არის ერი რომელსაც საქართველოს მსგავსად დიდი ისტორია და კულტურა აქვს,ერი რომლის შვილობას და ისტორიას მრავალი ისურვებდა,- წერს ექსპერტი დავით ჩიხელიძე „პოსტვ“-ის ჟურნალისტის მიერ მამუკა ხაზარაძისთვის დასმულ შეკითხვაზე, თუ რატომ მალავს იგი საკუთარ წარმომავლობას.
ჩიხელიძის განცხადებით, მისთვის გაუგებარია რატომ ეთაკილება ხაზარაძეს, რომ მისი ფესვები სომხეთიდან მოდის. მისივე თქმით, მამუკა ხაზარაძე ისევე მარტივად უარყოფს საქართველოს, როგორც სომხეთი უარყო და იმ დავალებას შეასრულებს რასაც პატრონები ეტყვიან.
„ერის შეურაცხყოფაა, როცა შენი შვილი უარგყოფს და საკუთარ წარმომავლობას მალავს, სომხებთან საუკუნეების განმავლობაში ძმური ურთიერთობა გვაკავშირებს, ეს არის ერი რომელსაც საქართველოს მსგავსად დიდი ისტორია და კულტურა აქვს,ერი რომლის შვილობას და ისტორიას მრავალი ისურვებდა.
ჩემთვის გაუგებარია რატომ ეთაკილება ხაზარაძეს, რომ მისი ფესვები სომხეთიდან მოდის, ის ისევე მარტივად უარყოფს საქართველოს, როგორც სომხეთი უარყო და იმ დავალებას შეასრულებს რასაც პატრონები ეტყვიან.
როგორც დოჩანაშვილმა დაწერა, უსამშობლოდ კაცი არა ხარ!“- წერს დავით ჩიხელიძე