მიხეილ სარჯველაძე: „ნაციონალური მოძრაობა“ არის არა ხელისუფლების ოპოზიცია, არამედ მშვიდობის, კეთილდღეობისა და ღირსების ოპოზიცია

მიხეილ სარჯველაძე: „ნაციონალური მოძრაობა“ არის არა ხელისუფლების ოპოზიცია, არამედ მშვიდობის, კეთილდღეობისა და ღირსების ოპოზიცია

მიხეილ სარჯველაძის თქმით, ოპოზიცია წინასაარჩევნო პერიოდში დაკავებულია არა გაუმჯობესებული საარჩევნო გეგმების წარდგენით, არამედ უპირისპირდება ქვეყანაში მშვიდობიან განვითარებას. ამ თემაზე საუბრისას ჯანდაცვის მინისტრმა აღნიშნა, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ მშვიდობის ოპოზიციაა.

„ჩვენი ქვეყნის ოპოზიცია - „ნაციონალური მოძრაობა,“ პირდაპირ „ნაციონალური მოძრაობა“ და შენიღბული „ნაციონალური მოძრაობა“ დღეს საქართველოში ხელისუფლებას აკრიტიკებს არა ალტერნატივების შეთავაზებით და გაუმჯობესებული გეგმების წარდგენით, არამედ პრაქტიკულად უპირისპირდება იმას, რაც არის საქართველოში მშვიდობიანი განვითარების მთავარი ფაქტორი. პრაქტიკულად, ისინი არიან არა ხელისუფლების ოპოზიცია, არამედ მშვიდობის, კეთილდღეობისა და ღირსების ოპოზიცია. ეს არის დასანანი და ეს არის ის მწარე რეალობა, რომელიც სამწუხაროდ დასჩემდა დღევანდელ ოპოზიციას“, - განაცხადა სარჯველაძემ.

მერაბ.g უკვე ყველა თქვენი განცხადების მიმართ ჩნდება ეჭვი, კიდევ ვინმეს ხომ "არ უხდით ხარკს?" კიდევ ხომ არ გვატყუებთ?
3 კვირის უკან