ევროკავშირის პროპაგანდისტები დისკრიმინაციას უკეთებენ გამჭვირვალობის კანონს, იმის მიუხედავად, რომ ეს კანონი სრულად ლეგიტიმური და ლეგალურია, - განაცხადა გერმანელმა დეპუტატმა, პარტია „ალტერნატივა გერმანიისთვის“ წარმომადგენელმა შტეფენ კოტრემ ბუნდესტაგში, სადაც საქართველოს შესახებ დებატები გაიმართა.
მისი თქმით, ამ კანონში არ არის არც ერთი მუხლი, რომელსაც ვერ ვნახავთ მაგალითად ამერიკის შეერთებულ შტატებში, იაპონიაში ან ისრაელში.
„ეს შემოთავაზება [საქართველოსთან დაკავშირებული რეზოლუცია] წარმოადგენს მხოლოდ და მხოლოდ უცხო სახელმწიფოების შიდა საქმეებში ჩარევას. ევროკავშირის წარმომადგენლებს არ აქვთ უფლება მხარი დაუჭირონ სხვა ქვეყნის ამა თუ იმ პოლიტიკურ დინებებს. ევროკავშირის პროპაგანდისტები დისკრიმინაციას უკეთებენ გამჭვირვალობის კანონს, იმის მიუხედავად, რომ ეს კანონი სრულად ლეგიტიმური და ლეგალურია. ამ კანონში არ არის არც ერთი მუხლი, რომელსაც ვერ ვნახავთ მაგალითად იაპონიაში, ისრაელში ან ამერიკის შეერთებულ შტატებში. ჩემი წინამორბედი მოსაუბრე, ბატონი როთი და სხვა უცხოელი ევროკავშირის აგენტები გამოვიდნენ დემონსტრაციაზე თბილისში და პროპაგანდას ავრცელებდნენ არჩეული მთავრობისა და პარლამენტის წინააღმდეგ. ამით მათ ხელი შეუწყვეს ქვეყნის შიდა დაყოფას და კონფლიქტს. დასავლეთიდან მოდიან პოლიტიკოსები, რომ დემონსტრანტებს მხარი დაუჭირონ და სიტუაციის რადიკალიზაცია გამოიწვიონ. არ აქვს მნიშვნელობა რა მიზანს ემსახურება ჩარევა... ჩარევა არის ჩარევა, - განაცხადა შტეფენ კოტრემ.
გერმანიის ბუნდესტაგში საქართველოს ევროპული მომავლის შესახებ განხილვა გაიმართა. „საქართველოს ევროპული მომავლისთვის“ - ასე ჰქვია გერმანიის მმართველი კოალიციის მიერ ბუნდესტაგში 10 ოქტომბერს მიღებულ რეზოლუციას.
დოკუმენტში გაკრიტიკებულია "ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანის დაცვის შესახებ“ და „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონები. რეზოლუციაში აღნიშნულია, რომ ამ კანონებით ევროკავშირში გაწევრიანების პროცესი ვერ მოხდება.
რეზოლუციას მხარი არ დაუჭირა „ალტერნატივა გერმანიისთვის“ და სხვა ოპოზიციურმა პარტიებმა. „მემარცხენეების“ პარტიამ თავი შეიკავა კენჭისყრაში მონაწილეობისგან.