"ქართული ოცნება- დემოკრატიული საქართველოს" მარნეულისა და გარდაბნის დელეგატი ზაურ დარგალი, მარნეულის სოფელ ქუთლიარის მოსახლეობას შეხვდა.
შეხვედრაზე განიხილეს ადგილობრივებისთვის პრიორიტეტული საკითხები. ყურადღება გამახვილდა „ქართული ოცნების“ მმართველობის პერიოდში განხორციელებულ პროექტებსა და სამომავლო გეგმებზე.
დელეგატის თქმით, მოსახლეობის განწყობიდან გამომდინარე, დარწმუნებულია, რომ 26 ოქტომბერს „ქართული ოცნება“ კვლავ ღირსეულად გაიმარჯვებს, რაც საქართველოს სტაბილური განვითარების გარანტი იქნება.