ლაშა კასრაძე: რუსეთის ფედერაცია რჩება რუსეთის ფედერაციად, ის არის კოჭლი, ყოფილი დიდი ძალაუფლება და მას თავისი ამბიციები გააჩნია

ლაშა კასრაძე: რუსეთის ფედერაცია რჩება რუსეთის ფედერაციად, ის არის კოჭლი, ყოფილი დიდი ძალაუფლება და მას თავისი ამბიციები გააჩნია

როდესაც აშშ-მ 1999 და 2004 წლებში გაფართოების პირველი და მეორე ტრანში განახორციელა, ჩვენ მივედით ბუქარესტის სამიტამდე, სადაც განიხილებოდა საქართველოს და უკრაინის პოტენციური გაწევრება ნატოში, - განაცხადა „იმედი LIVE“-ში აშშ-დან ჩართვისას საერთაშორისო ურთიერთობების ანალიტიკოსმა, ლაშა კასრაძემ.

„ჩვენ ვართ პატარა ქვეყნები, ჩვენ გვინდოდა გადარჩენა და ამასობაში ჩვენ გვეხმარებოდა აშშ. ბუქარესტის სამიტში ყველაფერი ნათელი გახადა პუტინმა, რომ პატარა ქვეყნების ამბიციები ნატოში გაწევრებაზე არ განხორციელდებოდა.

რუსეთის ფედერაცია რჩება რუსეთის ფედერაციად, ის არის კოჭლი, ყოფილი დიდი ძალაუფლება და მას თავისი ამბიციები გააჩნია“, - აღნიშნა ლაშა კასრაძემ.