ირაკლი კობახიძე: გახარიამ და ხაზარაძემ გაერთიანება შიდა პრობლემების გამო ვერ შეძლეს, თორემ რეალურად რასაც ავალებენ, იმას აკეთებენ ხოლმე

ირაკლი კობახიძე: გახარიამ და ხაზარაძემ გაერთიანება შიდა პრობლემების გამო ვერ შეძლეს, თორემ რეალურად რასაც ავალებენ, იმას აკეთებენ ხოლმე

გახარიამ და ხაზარაძემ გაერთიანება შიდა პრობლემების გამო ვერ შეძლეს, თორემ რეალურად რასაც ავალებენ, იმას აკეთებენ ხოლმე, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის გადაცემა "თავისუფალ სივრცეში" განაცხადა.

როგორც ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, „ლელოსა" და გახარიას პარტიის შემადგენლობა ჭრელია და პრობლემები ჰქონდა სიის ფორმირებასთან დაკავშირებით.

„იქ იყო შიდა პროცესები, სიის ფორმირების პროცესები და საბოლოო ჯამში იმის გამო, რომ ისედაც ჭრელია შემადგენლობა, ერთი „ლელოში" და მეორე „გახარიასთან", ყველამ ნახა, რომ სიის ფორმირებას გაერთიანების გარეშეც როგორი ამბები მოყვა. მე-18-ს სვამდა დაუშვილს სიაში, მერე მან უარი თქვა, მერე გამოვიდა და შეურაცხყოფა მიაყენა ადამიანს, რომელიც ოთხი წელი მონასავით ემსახურებოდა გახარიას და გამომრჩაო, ასეთი რაღაც აკადრა საკუთარი პარტიის წევრს. მაშინაც კი, როცა არ გაერთიანდნენ ასეთი პრობლემები ჰქონდათ. ფიზიკურად ვერ შეძლეს გაერთიანება იმის გამო, რომ ჰქონდა სერიოზული შიდა პრობლემები, თორემ რეალურად რასაც ავალებენ, იმას აკეთებენ ხოლმე", - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.