მამუკა მდინარაძე: დროა, გაიცნონ საქართველო, ქართველი ხალხი და ჩვენი გაუტეხელი ხასიათი, რაც უფრო მეტი იქნება უსამართლობა და ზეწოლა,  მით უფრო მკაცრი და მკაფიო იქნება ქართველი ხალხის პასუხი!

მამუკა მდინარაძე: დროა, გაიცნონ საქართველო, ქართველი ხალხი და ჩვენი გაუტეხელი ხასიათი, რაც უფრო მეტი იქნება უსამართლობა და ზეწოლა,  მით უფრო მკაცრი და მკაფიო იქნება ქართველი ხალხის პასუხი!

„ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, მამუკა მდინარაძემ, სარჩევნო კამპანიის ფარგლებში გამართულ ღონისძიებაზე, ბათუმში შეკრებილ მოსახლეობას სიტყვით მიმართა და აღნიშნა, რომ ვისაც ჯერ კიდევ სხვანაირი წარმოდგენა აქვს ქართველებზე, დროა, გაიცნონ ქართველი ხალხის გაუტეხელი ხასიათი.

მისივე თქმით, რაც უფრო გაძლიერდება უსამართლობა და ზეწოლა, მით უფრო მკაცრი და მკაფიო იქნება ქართული საზოგადოების პასუხი.

„თქვენი სახელით, ამ ემოციის ფონზე, მივმართოთ ყველას, მთელ მსოფლიოში. ამათთან ლაპარაკს, ჩვენთან, ამ ოპოზიციად წოდებულებთან საუბარს არანაირი აზრი არ აქვს და ვისაც ჯერ კიდევ სხვანაირი წარმოდგენა აქვს ქართველებზე დარჩენილი, დროა, გაიცნონ საქართველო, ქართველი ხალხი და ჩვენი გაუტეხელი ხასიათი!

რაც უფრო მეტი იქნება უსამართლობა, ზეწოლა და მცდელობა, გადაწყვეტილებები მიიღოს ვინმე სხვამ, ქართველი ხალხის ნაცვლად, მით უფრო მკაცრი და მკაფიო იქნება ქართველი ხალხის პასუხი! ამ შემთხვევაში, 26 ოქტომბერს: მხოლოდ მშვიდობით, მხოლოდ ღირსებით, მხოლოდ კეთილდღეობით ევროპისკენ!“ -  მიმართა მდინარაძემ აჭარის მაცხოვრებლებს.

 

არაგველი641 ბ-ნი მამუკა სრულ სიმართლეს ამბობს, რა არ გადაიტანა საქართველომ და ვერავინ ვერ გატეხა!
3 კვირის უკან