თამთა მეგრელიშვილი: სააკაშვილი-გვარამიას პოლიტიკური კოლაბორაციის რეაბილიტაცია გართულებულია და აქტიური მუშაობაა დაწყებული ხაზარაძის და გახარიას პარტიების წარმოსაჩენად

თამთა მეგრელიშვილი: სააკაშვილი-გვარამიას პოლიტიკური კოლაბორაციის რეაბილიტაცია გართულებულია და აქტიური მუშაობაა დაწყებული ხაზარაძის და გახარიას პარტიების წარმოსაჩენად

„სააკაშვილიც, გვარამიაც, ხაზარაძეც და გახარიაც გარე აქტორების მიერ  მართული აგენტურაა. ყველა ერთია და ყველა ერთად  დიდი საფრთხეა ქვეყნის უკეთესი მომავლისათვის“-წერს „ხალხის ძალის“ წევრი თამთა მეგრელიშვილი.

მეგრელიშვილის შეფასებით, დასავლეთის მცდელობა  „ნაციონალური მოძრაობის“ უკანა პლანზე გადაწევით გვარამია, მელია, ჯაფარიძე და ხოშტარია პოლიტიკურ ბრენდად- ახალ სახეებად აქციონ ქართველი ხალხის დამცირებაა, რადგან ქართველ  ხალხს კარგად ახსოვს რომ ეს ხალხი იყო და არის ყველა იმ უბედურების შემოქმედნი, რაც საქართველოს 2003-2012 წლებში ხდებოდა.

მისივე თქმით, 2024 წლის 26 ოქტომბრის არჩევნები პოლიტიკური ბეჭედი იქნება ყველა, შიდა თუ გარე აქტორისთვის და ქართველი ხალხი საკუთარი პოლიტიკური ნებით დასაბამს დაუდებს ბევრ ძირეულ ცვლილებას, მათ შორის "ნაციონალური მოძრაობის" გასამართლებას.

„სააკაშვილიც, გვარამიაც, ხაზარაძეც და გახარიაც გარე აქტორების მიერ  მართული აგენტურაა.

პოლიტიკური ოროსანი გიორგი გახარია, სასამართლოს მიერ თაღლითად აღიარებული მამუკა ხაზარაძე, უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებისთვის გასამართლებული ნიკა გვარამია, განსხვავებული საარჩევნო ნომრის მიუხედავად ყველა ერთია და ყველა ერთად  დიდი საფრთხეა ქვეყნის უკეთესი მომავლისათვის.

დასავლეთის მცდელობა  „ნაციონალური მოძრაობის“ უკანა პლანზე გადაწევით გვარამია, მელია, ჯაფარიძე და ხოშტარია პოლიტიკურ ბრენდად- ახალ სახეებად აქციონ ქართველი ხალხის დამცირებაა რადგან ქართველ  ხალხს კარგად ახსოვს რომ ეს ხალხი იყო და არის ყველა იმ უბედურების შემოქმედნი, რაც საქართველოს 2003-2012 წლებში ხდებოდა.

 სააკაშვილი-გვარამიას პოლიტიკური კოლაბორაციის რეაბილიტაცია გართულებულია და აქტიური მუშაობაა დაწყებული ხაზარაძის და გახარიას პარტიების წარმოსაჩენად, თითქოს ისინი დისტანცირებულები არიან „ნაციონალური მოძრაობისგან“ და ახალ, მესამე პოლიტიკურ ცენტრს წარმოადგენენ, სინამდვილეში კი ეს ძალები "ნაციონალური მოძრაობის"

პოლიტიკური პირმშოები არიან და პოლიტიკური ხელწერა ერთი აქვთ.

ამჯერად მეტ აქცენტს მამუკა ხაზარაძეზე გავაკეთებ, ის "ნაციონალური მოძრაობის“ დიდი ხნის მოკავშირე, ე.წ. პირადი მოლარე იყო- როდესაც კეზერაშვილი, ადეიშვილი და სხვა ჯალათები, ქართველ ბიზნესმენებს ძარცვავდნენ, ღამის ნოტარიუსებთან წილების გადაფორმება სწორედ ხაზარაძეზე ხდებოდა.

ანაკლიის პორტის შესახებ დეტალები საზოგადოებამ კარგად იცის, ამიტომ ამაზე აღარ შევჩერდები, უბრალოდ გაგახსენებთ, რომ ამ საქმესთან დაკავშირებით მამუკა ხაზარაძე სახელმწიფოს მილიარდნახევარს უჩიოდა და ეს დავა სახელმწიფოს გამარჯვებით დასრულდა, მამუკა ხაზარაძემ დავა ქართულ სახელმწიფოსთან წააგო.

მძიმე დასანახია  ქართული სახელმწიფოს საქმეებში გარე აქტორების ჩარევის მცდელობა და მათი მონდომების ხარისხი, ამასთან პოლიტიკური დიაგნოზია როცა სააკაშვილზე, გვარამიაზე, ხაზარაძესა და გახარიაზე დებ პოლიტიკურ ფსონს და ქართველი ხალხი სულელი გგონია.

2024 წლის 26 ოქტომბრის არჩევნები პოლიტიკური ბეჭედი იქნება ყველა, შიდა თუ გარე აქტორისთვის და ქართველი ხალხი საკუთარი პოლიტიკური ნებით დასაბამს დაუდებს ბევრ ძირეულ ცვლილებას, მათ შორის "ნაციონალური მოძრაობის" გასამართლებას და მათი პოლიტიკური დანამატების პოლიტიკური უარით პოლიტიკური ველიდან გასტუმრებას.“-წერს თამთა მეგრელიშვილი სოციალურ ქსელში.