მამუკა მდინარაძე გიორგი გახარიაზე: როგორ მოხდა, რომ შინაგან საქმეთა მინისტრობიდან ის პრემიერ-მინისტრად დაწინაურდა? პასუხი მარტივი არ არის, თუმცა შეგვიძლია ეს მივიჩნიოთ ჩვენი მხრიდან გახარიას პატრონებთან გადახდილ ერთგვარ ხარკად

მამუკა მდინარაძე გიორგი გახარიაზე: როგორ მოხდა, რომ შინაგან საქმეთა მინისტრობიდან ის პრემიერ-მინისტრად დაწინაურდა? პასუხი მარტივი არ არის, თუმცა შეგვიძლია ეს მივიჩნიოთ ჩვენი მხრიდან გახარიას პატრონებთან გადახდილ ერთგვარ ხარკად

„ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა მამუკა მდინარაძემ ცენტრალურ ოფისში გამართულ ბრიფინგზე გიორგი გახარიას შესახებ ისაუბრა და აღნიშნა, რომ „ქართული ოცნების“ ხელისუფლებაში, საკვანძო თანამდებობებზე ყოფნის დროს არაერთხელ სცადა და მიზანმიმართულად დააზიანა ხელისუფლების იმიჯი, რაც ქვეყნის გარედან მიღებული დავალების შესაბამისად გააკეთა.

როგორც მან აღნიშნა, გიორგი გახარიას შინაგან საქმეთა მინისტრობიდან პრემიერ-მინისტრად დაწინაურება მმართველი გუნდის მხრიდან მის პატრონებთან გადახდილ ერთგვარ ხარკად შეიძლება ჩაითვალოს და ეს გადაწყვეტილება განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იყო „ქართული ოცნების“ გუნდისთვის, რადგან გახარია ჩამოშორდა შინაგან საქმეთა სამინისტროს, რომელსაც გამიზნული პროვოკაციებით რეპუტაციულად მიზანმიმართულად ანგრევდა.

„ცხადია, ადამიანს გაუჩნდება შეკითხვა - თუ ამ ყველაფერს ერთი კაცი აშავებდა, თუ ასე აზიანებდა სახელმწიფოს, როგორ მოხდა, რომ შინაგან საქმეთა მინისტრობიდან ის პრემიერ-მინისტრად დაწინაურდა? პასუხი მარტივი არ არის, თუმცა შეგვიძლია ეს მივიჩნიოთ ჩვენი მხრიდან გახარიას პატრონებთან გადახდილ ერთგვარ ხარკად. თუმცა, ეს გადაწყვეტილება განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იყო „ქართული ოცნების“ გუნდისთვის, რადგან გახარია ჩამოშორდა შინაგან საქმეთა სამინისტროს. სისტემას, რომელიც ქვეყნის სახე უნდა იყოს, ის კი ზემოთჩამოთვლილი, გამიზნული პროვოკაციებით რეპუტაციულად მიზანმიმართულად ანგრევდა. ისიც უნდა აღინიშნოს, რომ ისეთი ძალები უჭერდნენ მხარს გახარიას, არათუ მაშინ, ჩვენი გუნდი დღესაც უწევს ანგარიშს ამ ძალებს და მაქსიმალურად ვცდილობთ, ყველაფრის მიუხედავად,  მათთან ღრმა კონფლიქტში არ შევიდეთ“, -  აღნიშნა მდინარაძემ.

მისივე თქმით, იმის შემდეგ, რაც გიორგი გახარია პრემიერ-მინისტრობიდან „ნაციონალური მოძრაობის“ მაშინდელი თავმჯდომარის, ნიკანორ მელიას გამო გადადგა, საზოგადოებამაც ნათლად დაინახა, რომ გახარიას დავალება იყო ხელისუფლების ჩამოშლა.

„მას უნდა ეჩვენებინა, რომ  სახელმწიფო ინსტიტუტები სრულად იყო მორღვეული. შინაგან საქმეთა სამინისტროს ვერ უნდა აღესრულებინა კანონი, ანუ ვერ უნდა დაეკავებინა ნიკანორ მელია.  გახარია ისტერიულად ითხოვდა 2 დღეს, იმავე ვადას, რაც სააკაშვილს შემდგომ, 2021 წლის საპარლამენტო არჩევნებამდე, ქვეყანაში ბორნით შემოსაპარად  დასჭირდა. საბედნიეროდ, გახარიას და მისი პატრონების გეგმა მაშინ არათუ გაიშიფრა, არამედ მოხერხდა ამ გეგმის აღკვეთა და პროვოკაციის თავიდან არიდება“, - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

 

Gami რას ბოდავს -- მავნებელი კაცი დააწინაურეთ?
3 კვირის უკან
მერაბ.g ამას აშკარად შიგა აქვს! "ხარკი გადავიხადეთო' იმავე მძლე ზალებმა ხვალ რომ ორალი ან ანალი მოგთხოვოთ ეგ არაფერი, მაგრამ მართლა აგენტის დანიშვნა რომ მოგთხოვოთ? არა, ახლა გულზე იმიტომ იბრაგუნებთ, რომ 2 წლის წინ წასვლა მოგთხოვეს და ... გახდით პატრიოტები :)) როცა დალაგდება და მართლა მოღალატის დაწინაურება რომ მოგთხოვონ ხელშეუხებლობის სანაცვლო? როგორ გენდოთ?
დაფიქრდით ხალხნო! მგონი რაც ნაცი, ის ქოცი! ერთი ხის ნაყოფები არიან!
აჯობებს "არც ნაცი, არც ქოცის" დავუჭიროთ მხარი; გზა მაინც სწორია და შედეგიც აუცილებლად დადგება!
არ გვინდა მწამებელი ნაცები! არ გვინდა "ხარკის გადანხდელი" ქოცები!
3 კვირის უკან