ფლორიდაში ქარიშხალი „მილტონი“ მძვინვარებს. ბოლო მონაცემებით, სტიქიის გამო შტატში 2 მილიონზე მეტი შენობა ელექტროენერგიის გარეშე დარჩა.
ამასთან, სეინტ ლიუსში, ოფიციალურმა პირებმა დაადასტურეს, რომ სტიქიას მსხვერპლი მოჰყვა, თუმცა არ დაუზუსტებიათ გარდაცვლილთა რაოდენობა.
მანამდე ცნობილი გახდა, რომ „მილტონი“ მეორე კატეგორიის შტორმამდე დასუსტდა, თუმცა კვლავ სახიფათოდ რჩება.