"ქართული ოცნების" ახალგაზრდული ორგანიზაციის თავმჯდომარე, გიორგი ჩაკვეტაძე, თბილისში, ამაღლების ქუჩაზე, "გახარია -საქართველოსთვის" აქტივისტებსა და "ქართული ოცნების" ახალგაზრდული ორგანიზაციის წევრებს შორის დაპირისპირების ამსახველ ვიდეოს აქვეყნებს და აცხადებს, რომ გახარიას პარტიამ სინამდვილე დამალა და დაჩეხილი ვიდეოები გაავრცელა.
ვიდეოში, რომელიც ჩაკვეტაძემ გაავრცელა, ისმის გახარიას პარტიის აქტივისტების მისამართით გამოთქმული უკმაყოფილება, რომლებმაც სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს მმართველი პარტიის ახალგაზრდული ორგანიზაციის წევრებს. კადრში ასევე ჩანს, როგორ ურტყამს ერთ-ერთი აქტივისტი პირს, რომელიც აღნიშნულ ვიდეოს იღებს.
"რა მოხდა სინამდვილეში და რა დამალეს გახარიელებმა თავიანთ ვიდეოში, რომელსაც ნაცების ტელევიზიები მომხდარიდან რამდენიმე წუთში ავრცელებენ. მოღალატე გახარიას რომ ჰკითხო, ნაცებთან საერთოდ არ აქვს შეხება. დაჩეხილ ვიდეოებს ისინი უვრცელებენ და რეკლამას უკანონოდ ისინი უშვებენ თავიანთ ტელევიზიებში." - წერს გიორგი ჩაკვეტაძე სოციალურ ქსელში.
https://www.facebook.com/share/r/URXjmwmPYqD5LRu9/?mibextid=WC7FNe