პარტიაში აცხადებენ, რომ თბილისში, „გახარია-საქართველოსთვის“ წევრებს თავს დაესხნენ

პარტიაში აცხადებენ, რომ თბილისში, „გახარია-საქართველოსთვის“ წევრებს თავს დაესხნენ

თბილისში, პარტია "გახარია - საქართველოსთვის" წევრებს თავს დაესხნენ.

როგორც პარტიის ერთ-ერთმა ლიდერმა, ანა ბუჩუკურმა "ინტერპრესნიუსს" განუცხადა, თბილისში, ამაღლების ქუჩაზე, რამდენიმე წუთის წინ, როდესაც პარტიის წევრები სააგიტაციო მასალას აკრავდნენ, უცნობი პირები თავს დაესხნენ.

ბუჩუკურის თქმით, თავდამსხმელები, სავარაუდოდ, "ქართული ოცნების" ახალგაზრდული ორგანიზაციის წევრები არიან.

როგორც ბუჩუკური აცხადებს, ამ წუთებში, ადგილზე იმყოფება "გახარია - საქართველოსთვის" თავმჯდომარის მოადგილე, ნათია მეზვრიშვილი. ასევე, ადგილზე მივიდა საპატრულო ეკიპაჟი.